თქვენ აქ ხართ: » » ბიჭი შესარიგებლად იყო მისული... - რუსთავში მომხდარი ტრაგედია
sport.bazza.in
ბიჭი შესარიგებლად იყო მისული... - რუსთავში მომხდარი ტრაგედია
ბიჭი შესარიგებლად იყო მისული... - რუსთავში მომხდარი ტრაგედია

ბიჭი შესარიგებლად იყო მისული... - რუსთავში მომხდარი ტრაგედია

არ მომწონს 0 მომწონს
20-05-2019, 16:43
კომენტარის დამატება
რაიმე პრობლემაა?
რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, 23 წლის გვანცა კილაძესთან ყოფილი შეყვარებული გიორგი მ., რომელიც მასთან ნაჩხუბარი იყო, შერიგების მიზნით მივიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, გვანცას მეგობარი ესტურმა და სწორედ მან ნახა გარდაცვლილი გოგონა.

არსებული ინფორმაციით, კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რასაც სავარაუდოდ მკვლელობა მოჰყვა. გვანცა კილაძის მეზობლებიც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გოგონას სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა.

"ამის შემდეგ გავიგეთ ჩემი გვანცა მომიკლესო, ყელი გამოჭრესო... მე ბავშვს ვაწყნარებდი შეშინებული იყო და გარე არ გამოვსულვარ", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

შეგახსენებთ, ტრაგედია რუსთავში გვიან ღამით მოხდა. 23 წლის გვანცა კილაძე ყოფილმა თანაკლასელმა გიორგი მ.-მ მოკლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უგონო მდგომარეობაში იპოვეს, მას კისრის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გიორგი მ.-მ თვითმკვლელობა სცადა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





პოპულარული სიახლეები
მილანი გავა ლიგაზე?