თქვენ აქ ხართ: » » "მილანმა" აბატესა და ზაპატას მომავალი გადაწყვიტა
sport.bazza.in
"მილანმა" აბატესა და ზაპატას მომავალი გადაწყვიტა
"მილანმა" აბატესა და ზაპატას მომავალი გადაწყვიტა

"მილანმა" აბატესა და ზაპატას მომავალი გადაწყვიტა

არ მომწონს +2 მომწონს
13-05-2019, 16:30
კომენტარის დამატება
რაიმე პრობლემაა?
უკვე გარკვეულია, რომ ზაფხულში "მილანს" რიკარდო მონტოლივო და ანდრეა ბერტოლაჩი დატოვებენ. ასევე სათუოა ხოსე მაურის ბედიც, თუმცა "ბოლონიასთან" კარგმა თამაშმა შესაძლოა ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინოს.

ასევე გაირკვა კრისტიან ზაპატასა და იგნასიო აბატეც მომავალიც. კოლუმბიელ ცენტრალურ მცველს ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა როდესაც გუნდს დაჭირდა თავისი ხარისხი დაამტკიცა. იგივეს თქმა შეიძლება აბატეზეც, რომელმაც ბოლო ტურებში "როსონერის" ულიდერა.

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, ისინი მაინც დატოვენ "სან სიროს". აბატეს ანაზღაურება 2,3 მილიონია, ხოლო ზაპატასი 1,7. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულში "მილანს" სტრინიჩიც დატოვებს, რომლის წლიური ჯამაგირი 2 მილიონი ევროა და მოედანზე ერთხელაც არ გამოსულა.



პოპულარული სიახლეები
მილანი გავა ლიგაზე?